ხშირად დასმული კითხვები
USA2GEORGIA-ს მომსახურებით ჩამოტანილი ამანათების შემთხვევაში
რამდენად სწრაფად მოხვდება ჩემი გზავნილი ლოქერში?
თქვენი გზავნილი ლოქერში რეისის ჩამოფრენის დღესვე მოხვდება. ხშირ შემთხვევაში კი ეს პროცესი უფრო სწრაფია, ვიდრე გზავნილების USA2GEORGIA-ს ფილიალში განთავსება, რადგან ლოქერში დახარისხების პროცესი ნაკლებ დროს მოითხოვს.
როგორ გავიგო, რომ ჩემი გზავნილი ლოქერშია?
როცა თქვენი გზავნილი ლოქერში განთავსდება, თქვენ მიიღებთ ლოქერის უნიკალურ კოდს SMS-ით და აპლიკაციით.
როგორ გავიტანო გზავნილი ლოქერიდან?
გზავნილის მისაღებად და ლოქერის გასაღებად დაგჭირდებათ ლოქერის უნიკალური კოდი, რომელსაც SMS-ით და აპლიკაციით მიიღებთ. კოდის მიღების შემდეგ, მიდიხართ შერჩეულ მისამართზე, სადაც ლოქერია განთავსებული, კოდს ლოქერის ეკრანზე აკრეფთ, ან შტრიხკოდის სახით მიანათებთ. ლოქერის უნიკალური კოდის აკრეფის შემდეგ, გაიხსნება სათავსო და გზავნილი თქვენია!
რა ღირს USA2GEORGIA-ს ამანათის მიღება ლოქერიდან?
გზავნილის ლოქერიდან გატანა ფასიანია. USA2GEORGIA-ს მომხმარებლებისთვის სერვისის ღირებულება 4 ლარით განისაზღვრება და გზავნილი ლოქერში 48 საათით განთავსდება, რეგიონის შემთხვევაში 4 დღე.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ წავშალე მიღებული კოდი?
თქვენ ინდივიდუალური კოდი გეგზავნებათ თქვენს კუთვნილ მობილურზე და ასევე ლოქერის აპლიკაციაში. თუ მიღებული კოდი SMS-ებიდან წაგეშალათ, თქვენი კოდი არ წაიშლება აპლიკაციიდან და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეამოწმოთ.
ლოქერიდან USA2GEORGIA-ს გზავნილის გატანის ვადაგადაცილების შემთხვევაში, ფულს ვიხდი?
USA2GEORGIA-ს მომხმარებლების გზავნილები ლოქერში განთავსდება 48 საათით, რეგიონის შემთხვევაში 4 დღე. ვადაგადაცილების შემთხვევაში, გზავნილი დაბრუნდება მომხმარებლის მიერ USA2GEORGIA-ს წინასწარ არჩეულ ფილიალში, მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ასეთ შემთვევაში ლოქერში განთავსების ღირებულება მომხმარებელს არ უბრუნდება.
USA2GEORGIA-სგან ბევრ გზავნილს ველი. როგორ განაწილდება ჩემი გზავნილები ლოქერში - ყველა ერთ სათავსოში მოხვდება თუ სხვადასხვაში?
თუ USA2GEORGIA-ს მომხმარებელი ხართ და თქვენი გზავნილები არ ეტევა ლოქერის ერთ უჯრაში, ისინი განთავსდება თქვენ მიერ წინასწარ შერჩეულ USA2GEORGIA-ს ფილიალში.
რა ხდება, თუ ლოქერის უჯრა არ გაიხსნა?
ლოქერთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე, გთხოვთ, დაგვიკავშირდით საინფორმაციო ნომერზე და არ დატოვოთ ლოქერის მიმდებარე ტერიტორია.
ელ. ფოსტა: [email protected]
საინფორმაციო ნომერი: +995 32 242 11 99
ელ. ფოსტა: [email protected]
საინფორმაციო ნომერი: +995 32 242 11 99
USA2GEORGIA-ს მიერ, ლოქერში ნივთის განთავსების შემდეგ, რა დრო მაქვს იმისთვის, რომ ნივთი გამოვიტანო?
ვადა მითითებულია SMS-ში და აპლიკაციაში, რომელიც თქვენ გამოგეგზავნათ. როგორც წესი, USA2GEORGIA-ს მომხმარებელს ლოქერიდან გზავნილის გასატანად 48 საათი აქვს, რეგიონის შემთხვევაში 4 დღე.
რამდენად დაცულია გზავნილი ლოქერში?
ლოქერი მეტალის კარადაა, რომელიც საკმაოდ დაცულია, თუმცა ის ვერ იქნება სეიფი. გარდა ამისა, ის განთავსებულია ობიექტებზე მუდმივი დაცვით ან სათვალთვალო კამერებით. ლოქერზე არ მოქმედებს ელექტროშოკი და მას გასაღები გარედან არ აქვს.
რა დრომდე მუშაობს ლოქერი?
ლოქერების სამუშაო განრიგი დამოკიდებულია იმ ლოკაციაზე, სადაც ის არის განთავსებული.
სად ვნახო ლოქერები?
ლოქერები განთავსებულია სავაჭრო ცენტრებში, პროდუქტების მაღაზიების ქსელებში, ჰიპერმარკეტებსა და სხვა ხალმრავალ ადგილებში, რადგან თქვენ შეძლოთ, შეუთავსოთ პროდუქტების შეძენის ყოველდღიური პროცესი გზავნილის მიღებას. ლოქერების ლოკაციები იხილეთ ჩვენს ვებ გვერდზე locker.ge.
როგორ მუშაობს ლოქერის აპლიკაცია?
- იპოვეთ ლოქერი - მოძებნეთ ადგილმდებარეობა, რომელიც ახლოს იქნება თქვენს სახლთან ან სამსახურთან. დაამახსოვრეთ თქვენი ალტერნატიული მისამართი (შეგიძლიათ, მიუთითოთ ერთზე მეტი მისამართი), ბოლოს გადაამოწმეთ თქვენი პირადი მონაცემები;
- გზავნილის მისაღებად და ლოქერის გასაღებად კი დაგჭირდებათ ლოქერის უნიკალური კოდი. თქვენ მიერ შერჩეულ მისამართზე გზავნილს მიიღებთ ლოქერის უნიკალური სმს კოდის მეშვეობით, რომელსაც ეკრანზე აკრეფთ, ან შტრიხკოდის სახით მიანათებთ ლოქერს. და, რაც ყველაზე მთავარია, აპლიკაცია უფასოა.
მინდა, ლოქერი ჩემს ობიექტზე განვათავსო. რა უნდა გავაკეთო ამისთვის?
ლოქერის თქვენს ობიექტზე განთავსებისთვის და ნებისმიერი მსგავსი კითხვისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ელ. ფოსტა: [email protected]
ელ. ფოსტა: [email protected]
განსაბაჟებელი და დაუდეკლარირებელი გზავნილები ლოქერში განთავსდება?
ასეთი გზავნილები ლოქერში ვერ განთავსდება, რადგან საბაჟო გზავნილების მიღებისთვის აუცილებელია დოკუმენტაციაზე ხელის მოწერა.